

„სითიქომი“ საქართველოში სახლების და სამეზობლოების მართვის პირველი ციფრული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სადარბაზოს ფინანსურ ელექტრონულ საფულეს და მარკეტფლეისს, სადაც წარმოდგენილია 3,000-მდე სერვის პროვაიდერი ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა ლიფტი, დასუფთავება, სანტექნიკა და დაცვა. პლატფორმას ყოველდღიურად სარგებლობს 120,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი და აერთიანებს 333,000-ზე მეტ მაცხოვრებელს.