

EY საქართველო პირველი საერთაშორისო პროფესიული მომსახურების ფირმაა, რომელმაც საქართველოში მუდმივი საქმიანობა დაიწყო და თბილისის ოფისი დამოუკიდებლობის პირველ წლებში გახსნა. ფირმა გთავაზობთ ასიურანსის, საგადასახადო, საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას და აღზრდილი ჰყავს 450-ზე მეტი ფინანსისა და ბიზნესის პროფესიონალისგან შემდგარი ალუმნების ქსელი. ფირმა გლობალური EY ქსელის წევრია.