

„საქართველოს ფოსტა“ ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსალურ საფოსტო და საკურიერო მომსახურებას. კომპანიის ისტორია უძველესი კურიერული ქსელებიდან იწყება, ხოლო 1993 წლიდან საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2,700 ადამიანი, სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, სადგურის მოედანზე.