

„გრანტ ტორნტონი საქართველო“ თბილისში 2005 წლიდან საქმიანობს, როგორც Grant Thornton International-ის წევრი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამოუკიდებელი აუდიტის, საგადასახადო და სამრჩევლო ფირმების ქსელისა. ფირმა აერთიანებს დაახლოებით 60 საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიონალს, რომლებიც გთავაზობენ აუდიტის, სამრჩევლო, ბუღალტრული აუთსორსინგის, საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებას. კლიენტებს შორის არიან კერძო ბიზნესები, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო სექტორის უწყებები, არაკომერციული ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები.