

„ნექსია ტი-ეი“ (ნექსია საქართველო) საქართველოში 2014 წლიდან საქმიანობს, როგორც Nexia International-ის ადგილობრივი წევრი. ის აერთიანებს დაახლოებით 300 პროფესიონალს, რომლებიც ასობით კლიენტს ემსახურებიან აუდიტის, გადასახადების, ბუღალტერიის, იურიდიული მომსახურების, კონსალტინგის, აუთსორსინგული CFO-სა და ლიცენზირებული საბუღალტრო პროგრამების მიმართულებით. 2017 წელს Nexia International-ის „წლის ფირმად“ დასახელდა, შემოსავლებით საქართველოს წამყვან აუდიტორულ ფირმებს შორის არის და ხელმძღვანელობს Nexia Academy-ის სასწავლო პროგრამას.