

„სკა“ ქართული ჯანსაღი კვების ქსელია, რომლის მთავარი იდეა „recharge“ (ენერგიის აღდგენა) არის. იქ მზადდება ახალი სენდვიჩები, სალათები, წვენები, სმუზები და სპეციალური ყავა დამატებითი შაქრის გარეშე. პირველი ობიექტი 2019 წლის აგვისტოში კაზბეგის გამზირზე გაიხსნა, დღეს კი თბილისში ათზე მეტ ფილიალს აერთიანებს, ასევე SKA Salad Bar-ის კონცეფციას. კომპანიაში 200-დან 500-მდე ადამიანია დასაქმებული.