

„სოლვდი“ AI-first სამრჩევლო და ციფრული ინჟინერიის კომპანიაა, რომელსაც თითქმის 15 წლის გამოცდილება და მსოფლიოში 800-ზე მეტი თანამშრომელი აქვს და Fortune 500 კლიენტებს ემსახურება ფინანსური მომსახურების, საცალო ვაჭრობის, ჯანდაცვისა და ჰაი-ტექ სფეროებში. სერვისები მოიცავს პროგრამული პროდუქტების შემუშავებას, QA-სა და ტესტ ავტომატიზაციას, DevOps-სა და ღრუბლოვან გადაწყვეტილებებს, მონაცემებსა და AI/ML-ს. თბილისის ოფისი კომპანიის ერთ-ერთი განვითარების ცენტრია უკრაინის, პოლონეთის, არგენტინის, ბრაზილიისა და მექსიკის გვერდით.