

„სუფთა სახლი“ 2009 წელს დაარსებული ქართული მაღაზიათა ქსელია, სადაც იყიდება საწმენდი, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებები, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები. 2014 წლიდან ქსელმა დედაქალაქს გარეთაც დაიწყო გაფართოება და დღეს საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში 118 ფილიალით არის წარმოდგენილი, დასაქმებულთა რაოდენობა 900-ს აღემატება.